: იქნებ საჯარო წერილით მიმართონ ასტროფიზიკოსებმა ივანიშვილს, თუ ასე უჯერებს მათ, მაშინ სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები გამოუშვას

“აბასთუმნის ობსერვატორია 30 წელია ფაქტობრივად უმოქმედო იყო, გუმბათგახვრეტილი. მისი აღდგენა მოხდა 2023 წელს. იგი ტურისტულ-სამეცნიერო ობიექტია. მე შენ გეტყვი და 24 საათი არ უყურებდნენ ვარსკვლავებს, რომ თვითმფრინავებმა ხელი შეუშალონ. ან სად იყო მაშინ ომი ირანში და მზარდი გადაფრენები, ივანიშვილმა ერთი წლით ადრე რომ დააანონსა ცის დახურვა?
უცნაურია ზოგიერთი ფიზიკოსის განცხადება, რომ ცის დახურვა და საჰაერო ტრასის სხვაგან გადატანა ივანიშვილის ახირებით და მოზღვავებულ შიშებით კი არაა გამოწვეული, არამედ თურმე მეცნიერებს დაუგდო ყური.
იქნებ საჯარო წერილით მიმართონ ასტროფიზიკოსებმა ივანიშვილს, თუ ასე უჯერებს მათ, მაშინ სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები გამოუშვას.
როგორ ფიქრობთ, იზამენ?!”, — წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა