ბელარუსის პრეზიდენტი ქვეყნის ჩინოვნიკებსა და მაღალი თანამდებობის პირებს “რთულ დროს გადასარჩენად” “მობილიზაციისკენ” მოუწოდებს | ამის შესახებ ლუკაშენკომ მოგილევის რეგიონში სამუშაო ვიზიტისას ისაუბრა.
“ჩვენ უნდა მოვახდინოთ მობილიზაცია და ეს ახლავე უნდა გავაკეთოთ, რათა ამ რთულ პერიოდს გადავურჩეთ. ეს გაუგებარი დროა. მე არ ვიცი რისთვის უნდა მოგამზადოთ. ჩვენ გადარჩენისთვის ვმუშაობთ: სლოგანი არის – ვიმუშაოთ, რომ ვიცხოვროთ – არამხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ. და არ იქნება შემდეგი? არავინ იცის რა იქნება შემდეგი…” | ამბობს ლუკაშენკო.
მისივე თქმით, მაღალჩინოსნებმა უნდა იჩქარონ და “ააშენონ ისეთი ქვეყანა”, რომელსაც მომავალ თაობებს დაუტოვებენ.