ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მიშას დროს, როგორც უმრავლეს მეუფეებს, მასაც აჩუქეს პრადო... გაყიდა და იყიდა 3000 დოლარიანი ჯიპი, იმ ფულით ნიქოზის სკოლას ავტობუსი უყიდა" - რას წერს მეუფე ისაიაზე თეოლოგი

"მიშას დროს, როგორც უმრავლეს მეუფეებს, მასაც აჩუქეს პრადო... გაყიდა და იყიდა 3000 დოლარიანი ჯიპი, იმ ფულით ნიქოზის სკოლას ავტობუსი უყიდა" - რას წერს მეუფე ისაიაზე თეოლოგი
ბოლო დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მო­მა­ვა­ლი და სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის შე­საძ­ლო კან­დი­და­ტე­ბი. ამ კონ­ტექ­სტში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მო­ექ­ცა ნიქო­ზი­სა და ცხინ­ვა­ლის მიტ­რო­პო­ლიტ ისა­ი­ას (ჭან­ტუ­რია) ფი­გუ­რა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად მე­უ­ფე წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზებს ერი­დე­ბა და კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ხე­ლე­ბას ნა­ად­რე­ვად მი­იჩ­ნევს, მისი პი­როვ­ნე­ბის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ახალ სა­ფიქ­რალს აჩენს. ვინ არის მღვდელმთა­ვა­რი, რო­მე­ლიც წლე­ბია სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მოღ­ვა­წე­ობს და რა­ტომ იქცა მისი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი გან­ხილ­ვის საგ­ნად?

ის­ტო­რი­კო­სი ბექა კო­ბა­ხი­ძე იხ­სე­ნებს:

- ბევ­რი ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა შე­მიძ­ლია მე­უ­ფე ისა­ი­ა­ზე, რო­გორც თვითმხილ­ველს. ნელ-ნელა ვი­ტყვი ალ­ბათ.

ერთი მათ­გა­ნი:

რო­გორც უმ­რავ­ლეს მე­უ­ფე­ებს, მი­შას დროს მა­საც აჩუ­ქეს პრა­დო. გა­ყი­და ეს პრა­დო და იყი­და 3000 დო­ლა­რი­ა­ნი ჯიპი, ისიც იმი­ტომ რომ მისი ეპარ­ქი­ი­სად­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი მო­ნას­ტრე­ბი მთებ­ში და მი­უ­ვალ გზებ­ზეა. არაგ­ვი­სა და ქსნის ხე­ო­ბე­ბის გამ­ყოფ ქედ­ზე, ზედ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე არის სა­მე­ბის მო­ნას­ტე­რი, სა­დაც ერთი ბერი ცხოვ­რობ­და. მე­უ­ფე ისა­ი­ამ წაგ­ვიყ­ვა­ნა ამ მო­ნას­ტერ­ში თა­ვი­სი და­ჩა­ჩა­ნა­კე­ბუ­ლი მან­ქა­ნით. გზა­ში წყა­ლი აუ­დუღ­და, ძლივს ავე­დით.

რა­ტომ გა­ყი­და პრა­დოს ჯიპი? ნი­ქო­ზის სკო­ლას ავ­ტო­ბუ­სი უყი­და.

ეს რომ პო­პუ­ლიზ­მის­თვის არ გა­უ­კე­თე­ბია მოწ­მობს ის, რომ აქე­დან გა­ვი­და 17 წელი და ამ ის­ტო­რი­ას პირ­ვე­ლად კი­თხუ­ლობთ.

ბევრ სხვა­საც მოვ­ყვე­ბი, რაც ამ ადა­მი­ან­ში და­გარ­წმუ­ნებთ".

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.