“ნამდვილად არ გვაქვს 80%-იანი ფასნამატი“ – ამის შესახებ კარაქი “პრეზიდენტის” დისტრიბუტორი კომპანიის “ლაქტალის ჯორჯიას“ წარმომადგენელმა, პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეხუთე სამუშაო შეხვედრაზე, ნინო წილოსანის საპასუხოდ განაცხადა.
- დეპუტატმა კომპანიის წარმომადგენელს, 2024 წლის ანგარიშგებიდან დაუსვა კითხვა, რომელიც პროდუქციის ფასნამატს შეეხებოდა. ნინო წილოსანის თქმით, „ლაქტალის ჯორჯიას“ შემთხვევაში პროდუქციის ფასნამატი დაახლოებით, 82%-ია.
რაზეც კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ფასნამატის პროცენტი სტანდარტულად გასაყიდი ფასიდან ითვლება და დაახლოებით, 45-46%-ია.
“საზღვრის მერე ემატება ადგილობრივიო ლოჯისტიკური ხარჯები, კომერციული პირობები, მათ შორის მარკეტინგული აქტივობა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები“, – განაცხადა „ლაქტალის ჯორჯიას“ წარმომადგენელმა.
რაზეც ნინო წილოსანმა კვლავ ანგარიშგებიდან, კომპანიის ხარჯების არაეფექტურობაზე მიუთითა.
“რას ვერ აკეთებთ ისე კარგად, როგორც თქვენი წინამორბედები? მაგალითად, საერთო საოპერაციო ხარჯები თქვენს შემთხვევაში არის 38%, ყველა სხვის შემთხვევაში არის 20 მაქსიმუმ 25%-ია და ეს იმ პირობებში, როდესაც თქვენ ხართ „პრეზიდენტის“ ბრენდის შემომტანი… ანუ ერთ-ერთი ის კატეგორიაა, რომელიც თვალნათლივ ძალიან ძვირი ღირს საქართველოში. ამის გარდა, პატარა მოკვლევასავით გვაქვს ჩატარებული, რომლის მიხედვითაც თუ „პრეზიდენტის“ კარაქი იტალიაში, გერმანიაში და ა.შ. იყიდება 11.5 ლარად, აქ იყიდება 18 ლარად…განაგრძეთ კითხვა




