პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:
რას ნიშნავს კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობა?
საქმეც ისაა, რომ ასეთი ფორმულირება არის სრული აბსურდი, რადგან პარლამენტი, როგორც კანონით და კონსტიტუციით განსაზღვრული წარმომადგენლობითი ორგანო კი არაა არალეგიტიმური, არამედ არალეგიტიმური შეიძლება იყოს ამ პარლამენტში გაყალბებული არჩევნების შედეგად მოსული უმრავლესობა და მათ მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემადგენლობა.
ანუ, ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze პრემიერმინისტრის პოსტი კი არაა არალეგიტიმური, არამედ თქვენ ხართ არალეგიტიმური ამ პოსტზე.
გესმით, გეყურებათ?
ჰოდა, კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურად აღქმა რომ აკრძალეთ, რა აკრძალეთ ის მაინც თუ გესმით?
ისე, მაგასაც ვინ გკითხავთ თქვენ მე რას როგორ აღვიქვამ, მაგრამ, მაინც რომ გაგერკვიათ რაღაცეები, სანამ სისულელეს ჩაწერდით კანონში, თქვენთვისვე აჯობებდა, თორემ ამ პარლამენტში შეგიძლიათ ლეგიტიმურად კი არა, თუნდაც ტრაპიზონის იმპერიის მემკვიდრეებად გამოაცხადოთ თავი. ვინ დაგიშლით რო?




