არქივი4 მარტი, 2026, 15:24
ჩხუბი მოსწავლე გოგონებს შორის - "პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანს დაზიანება ბრალგვი საგნით აქვს მიყენებული (ვიდეო)

მარჯანიშვილის ქუჩაზე მოსწავლეებს შორის დაპირისპირებისას, ერთ-ერთი არასრულწლოვანს დაზიანება ბლაგვი საგნით თავის არეში მიაყენეს. ინფორმაცია "ტვ პირველმა" გაავრცელა.
- არსებული ინფორმაციით, გარჩევა სკოლის მოსწავლეებს შორის მარჯანიშვილის მეტროს წინ მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა გოგონამ მის თანატოლს ჯერ დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.
ტელეკომპანიის ცნობით, დაშავებული მოსწავლე კლინიკაშია გადაყვანილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.