ცნობილი იტალიელი დიზაინერისა და მეწარმის ლუკა ბალარინის შვილი საქართველოში თხილამურებით სრიალისას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა

ცნობილი იტალიელი დიზაინერისა და მეწარმის ლუკა ბალარინის შვილი საქართველოში თხილამურებით სრიალისას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 20 წლის პიეტრო ბალარინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მამამ, ლუკა ბალარინმა დაადასტურა. ლუკას ბალარინი Torino Stratosferica-სა და Utopian Hours-ის დამფუძნებლია.
💬 „პიეტრო ბედნიერი გარდაიცვალა, აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარდა: მთაში, გაუკვალავ თოვლში სრიალებდა… ეს ხდება ფილმებში, ხდება რომანებში და ხდება რეალურ ცხოვრებაშიც. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, არის ის, რომ ის ბედნიერი წავიდა. შენ იყავი საუკეთესო ადამიანი, ვისაც კი ვიცნობდი, ჩემო სათაყვანებელო შვილო. ეს ჩვენი ბოლო ფოტოა ერთად, იმ მრავალი მშვენიერი და ჰარმონიული მომენტიდან ერთ-ერთი. მადლობა, იმ სიყვარულისთვის, რომელიც მომეცი და ყველაფრისთვის, რაც მასწავლე“,- დაწერა დიზაინერმა სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

პაპუაშვილი: სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია, საქართველოს შემთხვევაში განმსაზღვრელი სიტყვებია -თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა, ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც