32 წლის ნინოს საზოგადოების თანადგომა სჭირდება

32 წლის ნინოს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ნინოს დიაგნოზია სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე – მეორე სტადია.
ახლობლების ინფორმაციით, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია.
“ერთი წლის წინ დაუდასტურდა ავთვისებიანი სიმსივნე, ჩაიტარა სხივური და ქიმიო თერაპია, რის შედეგადაც, დაავადება ამ დროისთვის ექვემდებარება დროებით კონტროლს. დაავადების სრულად დასამარცხებლად, საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა.
იმისთვის, რომ ნინომ სრულყოფილად გააგრძელოს ცხოვრება, აუცილებელია, ე.წ. რობოტი და ვინჩის მეშვეობით ქირურგიული ჩარევა – მაღალი სიზუსტის თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის შესაძლებელი აღნიშნული სამედიცინო ჩარევა, რობოტის მეშვეობით ოპერაციას სთავაზობენ თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.
ოპერაციის თანხაა 35 700 დოლარი. (პოსტში მითითებულია ანკარის კლინიკის კალკულაცია).
ქირურგიული ჩარევა აუცილებელია უახლოეს 1 თვეში!
ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ ამ თანხის შეგროვებას და ნინოს გადარჩენას!
თითოეული ლარი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ნინოს გადასარჩენად!“, – წერენ ნინოს ახლობლები სოციალურ ქსელში.
ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000533538568
მიმღების სახელი: ნინო მგელაძე
თიბისი ბანკი:
#GE54TB7920645063600034
მიმღების სახელი: ნინო მგელაძე

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან