19-წლამდელებმა სლოვაკური ტურნე დაასრულეს

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა სლოვაკეთში გამართული ტურნე დაასრულა. გუნდებს შორის პირველი ტესტ-მატჩი, ფრედ - 2:2 დასრულდა - გოლები საბა სამუშიამ და ვახტანგ სალიამ გაიტანეს. მეორე შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, 2:1 - ჩვენი გუნდიდან მატჩში ანგარიში საბა გეგუჩაძემ გახსნა.
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი, ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპის მატჩებს ითამაშებს. 12, 15 და 18 ნოემბერს, 19-წლამდელები ნორვეგიას, ესტონეთს და ჯგუფის მასპინძელ შევედეთს დაუპირისპირდებიან.
U19 | საკვალიფიკაციო ეტაპი
12 ნომებერი - შვედეთი V საქართველო
15 ნომებერი - ნორვეგია V საქართველო
nakrebi.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.