ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი და სტივ კოენი: ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ

ჯო უილსონი და სტივ კოენი: ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა და მაღალი რანგის წევრმა, სტივ კოენმა განცხადაბა გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ისინი ქართველ ხალხთან დგანან და მოუწოდებენ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მოსახლეობას ბრძოლაში მხარი დაუჭირონ.
ამასთან, ისინი თვლიან, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმ პირების დასასჯელად, რომლებმაც ქართველების მშვიდობიანი პროტესტისა და მათი ლიდერების არჩევის უფლებები დაარღვია.

"ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს ბრძოლაში, რათა აღადგინონ დემოკრატია და თავისუფლება თავიანთ ქვეყანაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმ პირების დასასჯელად, რომლებმაც ქართველების მშვიდობიანი პროტესტისა და მათი ლიდერების არჩევის უფლებები დაარღვია", - ვკითხულობთ ჯო უილსონისა და სტივენ კოენის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.