ჯანდაცვის მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს

ჯანდაცვის მინისტრს, ს სამი ახალი მოადგილე ჰყავს. ორი – ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე – მინისტრის ყოფილი თანამშრომლები არიან იუსტიციის სამინისტროდან, მესამე, თეა გიორგაძე კი საქართველოს განვითარების ფონდის ყოფილი თანამშრომელია.
გიორგაძე განვითარების ფონდში სამედიცინო კონსულტანტი იყო, იქამდე კი, სხვადასხვა წლებში, ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
პატარიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ, ასევე, კერძო სექტორში.
წაქაძე ჯანდაცვის სამინისტროში პირდაპირ იუსტიციის სამინისტროდან გადავიდა – უწყებაში ის სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი იყო.
პოზიციას ინარჩუნებს მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია. ის პირველი მოადგილე იყო როგორც მიხეილ სარჯველაძის, ისე მისი წინამორბედების, ზურაბ აზარაშვილისა და ეკატერინე ტიკარაძის დროსაც.