„ჰამასის“ ინფორმაციით, რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორში მედიკოსები აცხადებენ, რომ სამხრეთ ქალაქ რაფაჰში ს საჰაერო თავდასხმის დროს 16 ადამიანი დაიღუპა.
ჯანდაცვის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა გამოცემა AFP-ს განუცხადა, რომ ერთი ოჯახიდან შვიდი ადამიანი დაიღუპა, მეორიდან კი – ცხრა.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ ისრაელის სამხრეთ ნაწილს რაფაჰიდან რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც კერემ შალომის მახლობლად მდებარე ჯარების თავმოყრის რაიონში 3 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა და 11 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ