ლადო აფხაზავა: ბავშვსაც დაარტყეს, ჩემს ბიჭსაც დაარტყეს ხელი, რომელზეც უკვე ძალიან ცუდად ვიყავი. ლევანი რომ წაიქცეოდა იმაზე ცუდად ვხდებოდი

“ჩემთვის დაერტყათ არანაირი პრობლემა არ იყო, უბრალოდ, მე მყავს სახლში ლევანი, რომელმაც, მცირე საოჯახო ტიპის სახლი როდესაც დატოვა, გადაწყვიტა ჩემთან ცხოვრება და ერთად ვცხოვრობთ. ის მედიკამენტურ მკურნალობაზე გვყავს და არ შეიძლება დიდი ემოციები, ხმაური – ძალიან ემოციური ბავშვია და მედიკამენტებს ვასმევთ. აი, ამ ბავშვსაც დაარტყეს, ჩემს ბიჭსაც დაარტყეს ხელი, რომელზეც უკვე ძალიან ცუდად ვიყავი. ლევანი რომ წაიქცეოდა იმაზე ცუდად ვხდებოდი და ხელს რომ ურტყამს ვიღაცა… მაგრამ მაინც შევძელი ის, რომ მე იმათთვის ხელი არ დამერტყა. ერთადერთი, რაც გავაკეთე, ხის ჯოხები წავართვი და საბარგულში ჩავუგდე”. – თქვა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, ლადო აფხაზავამ მთავარ არხთან.

ასევე დაგაინტერესებთ