სი ძინპინი საფრანგეთში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.
ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სი ძინპინი წერს, რომ საფრანგეთში სამი გზავნილით ჩავიდა: პეკინი მზადაა გახსნას „ახალი ხედები“ საფრანგეთთან ურთიერთობაში, მსოფლიოსთვის უფრო ფართოდ გაიხსნას და შეინარჩუნოს მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა.
ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს, რომ ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა მალე დაბრუნდება.
„ვაპირებთ, ვიმუშაოთ საფრანგეთთან და მთელ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა გამოვნახოთ კრიზის გადაჭრის სწორი გზები“, – აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.
სი ძინპინი, საფრანგეთის შემდეგ, სერბეთსა და უნგრეთში გამგზავრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი