“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” – ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას – ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფზაზავას თავს დაესხნენ.
მისი განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთში, მის საცხოვრებელთან მოხდა.
“საღამოს შვიდ საათზე მე და ჩემმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, სოფელში ჩემს დასათან წავსულიყავით. სადარბაზოდან რომ ჩამოვედით, ეზოში მანქანა შემოვიდა, სადარბაზოსთან გააჩერეს, გინება დამიწყეს, “შენ ნაციონალო”, პოლიტიკური კუთხით”,- განაცხადა “მთავარ არხთან” აფხაზავამ.
მისივე თქმით, თავდამსხმელებს ჰქონდათ ჯოხები.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “მასწავლების ეროვნულმა ჯილდომ” “ფეისბუქზე” და განაცხადა, რომ განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე.
“მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სახელით, ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არამხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება.
ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი