არქივი10 იანვარი, 2025, 22:38
ხონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თანასოფლელები იყვნენ. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.