არქივი2 ნოემბერი, 2024, 10:41
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

54 წლის ასაკში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა.
ის იყო ერთადერთი ოპოზიციონერი მერი (ენმ), რომელიც საქართველოს მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობდა. მან მერის არჩევნებში გამარჯვება 2021 წელს მოახერხა.
ყოფილი სპორტსმენი გია ხარჩილავა პოლიტიკაში 1995 წლიდან საქმიანობდა. ის რამდენჯერმე ხელმძღვანელობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს. იყო საკრებულოს თავმჯდომარეც.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.