ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცნობილი ხდება, როდის დაუბრუნდება მოედანს გიორგი ჩაკვეტაძე

Geo Team-ი ავრცელებს ინფორმაციას, თუ რამდენი ხანი გაუცდება გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც "ნორვიჩთან" შეხვედრა საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა დაზიანება სანაკრებო მატჩისას, ესპანეთის წინააღმდეგ მიიღო, კლუბში ჩატარებული თამაშის შემდეგ კი ვარჯიში ტკივილის გამო ვეღარ შეძლო. სამედიცინო დასკვნამ საზარდულის კუნთის ანთება აჩვენა.
Geo Team-ის ინფორმაციით, დაზიანება სერიოზული არაა და "უოტფორდის" ქართველი შემტევი ვარჯიშს კვირის ბოლომდე განაახლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.