ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი სებასტიან პინიერა ვერტმფრენის ავარიას ემსხვერპლა

6 თებერვალს ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი სებასტინა პინიერა ჩილეს სამხრეთით ვერტმფრენის ავარიას ემსხვერპლა. ინფორმაციას მთავრობასა და ყოფილი პრეზიდენტის უწყებაში ადასტურებენ.
პინიერა ჩილეს პრეზიდენტი ორი ვადით, 2010-14 და 2018-22 წლებში, იყო. იგი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრის კაროლინა ტოჰას თქმით, ავარიის დროს ვერტმფრენში კიდევ სამი მგზავრი იყო, რომლებიც ცოცხლები გადარჩნენ.
პინიერას, რომელიც ჩილეში წარმატებული ბიზნესმენი იყო, პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის ვარდნა შეინიშნებოდა, თუმცა, 2018-2022 წლები მწვავე გამოსვლებით ხასიათდებოდა. ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებების შემდეგ კი მთავრობამ ახალი კონსტიტუციის მიღების დაპირება გასცა.
კოვიდ პანდემიის დროს, მსოფლიოში ჩილე ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპის მხრივ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.