ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება არავის აწყობდეს საქართველოს გარდა“ - მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, განაცხადა რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა საქართველოს გარდა არავის აწყობდეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება, ამავე დროს, არა მონობას.

“მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ აქვე, რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს ვიღაცას, არა რუსულ კანონს! მე გიერთდებით ამაში, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას! ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება არავის აწყობდეს საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ინტერესებიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.