ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩაჩანიძე თავდასხმაზე: სხვებთან შედარებით, მათთან ბრძოლაში მე გადავრჩი

პარტია ახალის წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ. როგორც ჩაჩანიძე ყვება, თავდამსხმელებმა დიდხანს ვერ შეძლეს ჩხუბის გაგრძელება და რამდენიმე წამში მანქანისკენ გაიქცნენ.
"ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი მანქანაში იჯდა. ერთი ადამიანი წამოვიდა ერთი მხრიდან, ორი მეორე მხრიდან. როგორც ჰქონდათ მოლაპარაკებული, ისე დამხვდნენ. სამწუხაროდ ეგეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ველოდებით ამათ. ვიცი, რომ ჩელეც, ერთად წამოვედით და მასაც დახვდნენ. მეც დამხვდნენ სახლთან. თუმცა სახეზე ხელების აფარებამ გადამარჩინა, ესე მგონია, უკეთ ვიქნები. წავიქეცი და რამდენიმე წამში წავიდნენ, ძალიან მალე მოხდა ყველაფერი.
უბრალოდ ვყვიროდი, რომ გაეგონათ ხმა სხვებს და ვიღაცას ხმა ამოეღო იმიტომ, რომ სინათლე იყო და ხალხი იდგა ირგვლივ, ვერც შეძლეს დიდხანს ამ ჩხუბის გაგრძელება. მე მგონი, სხვებთან შედარებით, მათთან ბრძოლაში მე გადავრჩი, ამ ეტაპზე" - ამბობს ნოდარ ჩაჩანიძე ფორმულასთან.
თავს დაესხნენ გირჩი-მეტი თავისუფლების წევრს, ბორის ყურუასაც.
"მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ.
ძაან ცუდად იმალებოდა, მე მიცდი შე ბო*ო-თქო დავუყვირე და დამალულებიც გამოხტნენ" - წერს ყურუა სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.