ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩაკვეტაძის "უოტფორდი" "ჰალთან" წაგებას გადაურჩა

ჩაკვეტაძის "უოტფორდი" "ჰალთან" წაგებას გადაურჩა

ჩემპიონშიფის მეოცე ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე აუტსაიდერ „ჰალთან“ ფრეს მიაღწია - 1:1.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე როკო ვატამ შეცვალა, რომელმაც გოლი გაიტანა. ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.6, sofascore 7.2, whoscored 6.7.
„უოტფორდს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 31 ქულით მერვე ადგილზეა და 15 დეკემბერს „ვესტ ბრომვიჩს“ მიიღებს.
ჰალი - უოტფორდი 1:1
გოლები: 1:0 ბედია (82), 1:1 ვატა (88)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.