ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვეიცარიამ უნგრეთს სძლია და გერმანიასთან ბრძოლა ელის

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, A ჯგუფში შვეიცარიამ უნგრეთი 3:1 დაამარცხა.
გოლი და საგოლე გადაცემა "ბოლონიას" ნახევარმცველმა მიშელ ებიშერმა მიითვალა.
პირველ ტაიმში შვეიცარია უკეთ გამოიყურებოდა და 2:0 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ მადიარები გააქტიურდნენ, ვარგამ ანგარიში შეამცირა, კომპენსირებულ დროში კი ემბოლომ გულაჩის კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ ჯგუფში მეორე ტური 19 ივნისს ჩატარდება - უნგრეთი მასპინძელ გერმანიას, ხოლო შვეიცარია შოტლანდიას დაუპირისპირდება.
უნგრელებს 23 წლის დომინიკ სობოსლაიმ უკაპიტნა, რომელიც ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდისთავი გახდა.
უნგრეთი - შვეიცარია 1:3
გოლები: 0:1 დუა (12), 0:2 ებიშერი (45), 1:2 ვარგა (66), 1:3 ემბოლო (90+3)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.