ღარიბაშვილი, ვაჟა სირაძე – სანქციები ოცნების ლიდერებს – აუსტრევიჩუსის მოთხოვნა

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსმა თქვა:
ბატონო კომისარო, ძვირფასო კოლეგებო. ნება მომეცით, მივესალმო საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენელს, ბატონ ს. ჩემო კოლეგებო, საქართველოს მთავრობის მცდელობები, შემოიტანონ ეს კანონი, არის იმის მაგალითი, როგორ უნდა მოხდეს გავლენა მედიაზე წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მცდელობები, გაამართლო კანონი, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს დემოკრატიულ განვითარებას, ეს არის მცდელობა, დაუბრუნდეს რუსულ კანონს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მიღებას და იბრძვის თავისი დასავლური მომავლისთვის. მოვუწოდებ ყველა ინსტიტუციას, რომ მიიღოს გამიზნული სანქციები “ქართული ოცნების” წინააღმდეგ – ეს უნდა შეეხოს ღარიბაშვილსაც და ვაჟა სირაძესაც, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.

ასევე დაგაინტერესებთ