“აწი რასთან მიაახლებს საქართველოს ეკლესიას საბედისწერო პროცესი? თუ ვხვდებით სად მივდივართ?” – მეუფე ზენონი

სოციალურ ქსელში მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული წერს:
როგორც სჩანს,საქართველოსთვის იკვეთება თავსმოხვეული გეო- პოლიტიკური კონტური: თბილისი- მოსკოვი- თეირანი- დამასკო- პეკინი-ფხენიანი, ჰესბოლა- თალიბანი.
“ახალი საქართველოს” პერსპექტიულ მოკავშირეთა გათვალისწინებით, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტს სამომავლოდ მოუწევს ალბათ შესაბამისი ქვეგანყოფილებების შექმნა 🤷‍♂️
ეპისკოპატს მინდა მივმართო:
სრულიად მართლმადიდებელთა კრეტის დიდი კრება, ზოგიერთი თქვენგანის მიერ “ ამერიკულ პროექტად” სახელდებული თუ ანტიქრისტესთან “მიგაახლებდათ”, როგორც ზოგიერთი თქვენგანი დაბეჯითებით ირწმუნებოდით, აწი რასთან მიაახლებს საქართველოს ეკლესიას საბედისწერო პროცესი, რაც ქვეყნის თავს ხდება. ან ფიქრობთ, რომ სამომავლოდ საქართველოს საზღვრებს მიღმა ეპარქიები შენარჩუნებული იქნება? თუ ვხვდებით სად მივდივართ?”

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკის სამინისტრო გერმანიაში საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით ფეხბურთის ქართველ გულშემატკივართა პირველი ჯგუფის გამგზავრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გიგა შუშანია – ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა, რომელსაც ქუთაისის მერია აფინანსებს, ჯერ 50 ათასი ლარი დახარჯა გაურკვეველი სლოგანის შექმნისათვის და ახლა 115 ათასი ლარად შექმნეს აპლიკაცია – ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა