“გამიჩნდა ეჭვი, რომ ხომ არ აპირებენ ესენი კონკურენტების პირდაპირ ჩახსნას, როგორც ეს რუსეთში, ბელორუსში ხდება” – დავით გამყრელიძე

ახალი მემარჯვენეების ყოფილი ლიდერი, დავით გამყრელიძე, გადაცემა “რეაქციაში” ამბობს:
მთელი ადმინისტრაციული რესურსით, ქუჩის ბიჭების ჩართვით, 10-15 პროცენტი არის, რაც შეიძლება გაყალბებით უპირატესობა მოიპოვო. ისე მიდის საქმე, რომ ამათ ეს 10-15 პროცენტი არ ეყოფა, ამიტომ გამიჩნდა ეჭვი, რომ ხომ არ აპირებენ ესენი კონკურენტების პირდაპირ ჩახსნას, როგორც ეს რუსეთში, ბელორუსში ხდება, როდესაც ფორმალურად ტოვებენ 2-3 ვითომ ოპონენტს და დანარჩენი ამა თუ იმ მიზეზით იხსნება. ესენი ისეთ დაპირისპირებაზე წავიდნენ ამერიკასთან და ევროპასთან, რომ არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნაბიჯიც გადადგან.
არ მაქვს უფლება, მე ისევ განზე ვიდგე. ვთვლი, რომ დღეს ელვისებური სისწრაფით ვითარდება მოვლენები, თუ გუშინ ვკითხულობდით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამაზე კატასტროფულ შეფასებებს და წარმოუდგენლად დამამცირებელ გამონათქვამებს კობახიძის და სხვა ლიდერების მხრიდან, დღეს კობახიძის გამოქვეყნებული წერილი, სოზარ სუბარის წარმოუდგენელი თავდასხმა სახდეპის ხელმძღვანელზე, უნდა გვესმოდეს, რომ არავის სჯერა, რომ სოზარ სუბარი თავისით წერს, ყველამ იცის, რომ ის ახმოვანებს ივანიშვილის ოცნების დავალებებს. და ასეთი ტიპის იერიში, ასეთი ტიპის თავდასხმა გვახსოვს კადაფისგან, გვინახავს ბაშარ ალ ასადის, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელის, რუ8სებიც კი ვერ გაიხსენებთ, რომ ასეთი ფორმით მიმართავდნენ -ის უმაღლესი თანამდებობის პირებს. რასთან გვაქვს საქმე – გახსნილი ომი გამოცხადდა დღეს არა მხოლოდ ევროპარლამენტარების, სენატორებისა და კონგრესმენების, უკვე ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ეს არის რული კატასტროფა, ეს არის ქვეყნის წაყვანა ჩრდილოეთ კორეის მოდელზე, როდესაც აღმოვჩნდებით სრულიად იზოლირებული, ჩაკეტილი, ს ამარად დარჩენილი. დღეს სოზარ სუბარმა ენტონი ბლინკენს პირდაპირ დაადო ხელი, რომ ის არის გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი, ანუ ბაიდენის ადმინისტრაციას დაბრალდა, რომ ისინი არიან გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ