ზურაბ გურული: ამერიკის ორივე პარტიას ზუსტად ერთნაირი დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან მიმართებაში. ამით დასამარდა მავნე მითი იმის შესახებ, რომ…

“აქტივში მისათვლელი დადებითი მოვლენები
———————–
1. ამერიკამ საბოლოოდ გააცნობიერა ცივი ომის შემდგომი დაშვებული უდიდესი შეცდომა და იწყებს დასავლური ფინანსური სისტემიდან მახინჯი ფსევდო-კაპიტალისტური ეკონომიკების ამოძირკვას.
ბაიდენის ადმინისტრაციამ მკვეთრად გაზარდა ფინანსური ტარიფები სტრატეგიული დანიშნულების ჩინურ საქონელზე, რაც ხელს შეუწყობს ამერიკული ინდუსტრიის აღორძინებას. ეს პროცესი 6 წლის წინ დაიწყო ტრამპმა და ბაიდენის ადმინისტრაციამ გააგრძელა. ამერიკის ორივე მმართველი პარტია ერთიანია ამ გადაწყვეტილებაში. ეს ფაქტიურად ახალი ეპოქის დასაწყისია ახალი მსოფლიოს შესაქმნელად, სადაც , ჩინეთი, ირანი, კორეა და სხვა მსგავსი ქვეყნები ისევ რკინის ფარდის მიღმა მოექცევიან.
2. ამერიკის ორივე პარტიას ზუსტად ერთნაირი დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან მიმართებაში. ამით დასამარდა მავნე მითი იმის შესახებ, რომ რესპუბლიკელების, კერძოდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში პუტინი კარტ-ბლანშს მიიღებს საქართველოში.
3. „საითკენ გაიხედავს საქართველო, აღმოსავლეთისკენ თუ დასავლეთისაკენ, მნიშვნელოვანია ამერიკისათვის“ – განაცხადა სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა სენატის სხდომაზე გუშინ და თავისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი საქართველოს დაუთმო.
„გეოგრაფია მნიშვნელოვანია! ათასწლეულების განმავლობაში საქართველო და შავი ზღვის სანაპირო წარმოადგენდა ცივილიზებული სამყაროს გზაჯვარედინს“- საქართველოს ამიტომ არ დათმობს ამერიკა.
“მიუხედავად თავიანთი უინიციატივო, უსუსური (ოპოზიციური) პარტიული ლიდერებისა, ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩებში საპროტესტოდ“.
ანუ, ამერიკამ ძალიან კარგად იცის ქართული ოპოზიციის მწირი შესაძლებლობები და მათ იმედად არ დატოვებს ქართველ ხალხს.
„ქართველი ხალხი იმსახურებს საკუთარი მომავალის შექმნის უფლებას!“
4. „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა შემქმნელმა სრულად გააქარწყლეს ყველა ილუზია იმის შესახებ, რომ მათში რაიმე ნატამალი მაინც არსებობს დასავლური ღირებულებების. მათ უკვე ყველა ხიდი დაწვეს დემოკრატიულ სამყაროსთან და შეუერთდნენ რუსეთ-ირან-ჩინეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ღერძს. მაგრამ მათ ეს არ გაუვათ! თუ რატომ, გადახედეთ მე-3 პუნქტს. ვერავითარი ამერიკული პოლიტიკური პროცესი და მთავრობათა ცვლილება ვერ მოახდენს გავლენას ამერიკის გეგმაზე საქართველოს შესახებ!
5. „ქართული ოცნების“ ე.წ. პოლიტიკოსებს, მედია-რუპორებს, პროპაგანდისტებს, ზონდერებს და მათ ოჯახებს საერთაშორისო დემოკრატიულ სამყაროსთან მოუწევთ პირადი პასუხისგება. ეს მათ ძალიან კარგად იციან, ამიტომაც აჩვენებს მათი მთავრობის მეთაური მწვავე ფსიქოლოგიური კრიზისის პროგრესირებად ნიშნებს.
6. ძალიან ვიწრო ფანჯარა რჩება მათთვის, ვისაც არ სურს „ოცნებასთან“ ერთად ფსკერზე დაყვინთვა; იქ, სადაც რუსული გემები განისვენებენ,” – წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ჟურნალისტს – ამერიკული სანქციები არ არსებობს, არსებობს ამერიკული მეგობრობა, ევროპულ გზას გავაგრძელებთ, ღირსეულად ვივლით – ჩემს წასვლა-წამოსვლაზე არ იდარდოთ, ძალიან გთხოვთ