უნგრელი ევროკომისრის თქმით, კობახიძემ მასთან საუბრის ნაწილი კონტექსტიდან ამოიღო

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებას ეხმაურება და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მათი სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილის კონტექსტიდან ამოგლეჯა მოხდა.
უნგრელი ევროკომისრის განცხადებით, საუბარი მასსა და ს შორის საუბარი დღეს 23 მაისს შედგა:
„როგორც ევორკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში რეგულარულ კავშირზე ვარ მთავრობების წარმომადგენლებთან, რამდენადაც საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პოლიტიკური აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის. საქართველოში ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში დიდ ძალისხმევას ვწევ საქართველოს პოლიტიკური ხელმძრვანელობის გადასარწმუნებლად მიიღონ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ გზას.
ვიცი რა თუ რა ძლიერია ქარტული საზოგადოების პრო-ევროპული მისწაფება, სატელეფონო საუბრისას ჩავთვალე საჭიროდ პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმეპყრო იმის საჭიროებაზე, რომ არ მომხდარიყო ისედაც მყიფე სიტუაციის გაღვივება იმგვარი კანონის მიღებით, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მეტი პოლიტიზება და შესაძლო უკონტროლო სიტუაცია თბილისის ქუჩებში.
სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე სლოვაკეთსი მომხარი ტრაგიკული შემთხვევა, როგორც მაგალითი თუ საით მიჰყავს საზოგადოება ამგვარ პოლარიზაციას ევროპაშიც კი,“ — აცხადებს ოლივერ ვარჰეი.
უნგელი ევროკომისრის განცხადებით, ის წუხს რომ სატელეფონო საუბრის ეს ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოგლეჯილი და იმგვარად მიეწოდა საზოგადოებას, რამაც შესაძლოა სრულად არასწორად ინტერპრეტირება გამოიწვიოს სატელეფონო საუბრის თავდაპირველ მიზანთან დაკავშირებით.
„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას არ მიიღონ კანონი. ამას ვთხოვ როგორც საქართველოს ჯერ კიდევ პატივცემული მეგობარი. ვაგრძელებ ქართველების მუშაობის მხარდაჭერას ევროპულ გზაზე“ — წერს ევროკომისარი.
დღეს, 23 მაისს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ რომ ერთ-ერთი ევროკომისარი ს პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა. თუმცა, არ ასახელებდა ვისზეა საუბარი.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, ფიცოს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და დაჭრეს.
“საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა.
თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”, – წერია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კობახიძე წერს, რომ ამ ინფორმაციას პრევენციის მიზნით ასაჯაროებს. პრემიერ-მინისტრი ისევ აგრძელებს “გლობალური ომის პარტიის” შესახებ კონსპირაციული თეორიების გავრცელებას და ამტკიცებს, რომ “წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული”.

ასევე დაგაინტერესებთ