გიგა ბოკერია: იშვიათია, როცა არ ვიცი, რა უნდა ვთქვა – ყველა, ვინც კობახიძის განცხადებას ისმენს, ამ რეჟიმის ცვლილების აუცილებლობაში უნდა დარწმუნდეს

ყველა, ვინც კობახიძის განცხადებას ისმენს და იცის, რომ მის უკან კიდევ უფრო პოლიტიკური ავადმყოფი ივანიშვილი დგას, ამ რეჟიმის ცვლილების აუცილებლობაში უნდა დარწმუნდეს , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც  ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.

გიგა ბოკერია თქმით, საქართველოს ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილების გარდა სხვა გზა არ გააჩნია.

„ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ იშვიათია, როცა არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ხოლმე. ვინც არ იყო აქამდე დარწმუნებული, რომ ამ მთავრობის შეცვლა აუცილებელია, ამას რომ ისმენს იმ კაცისგან, რომელსაც პრემიერ – მინისტრი ჰქვია და როცა იცის, მის უკან კიდევ უფრო პოლიტიკური ავადმყოფი დგას ივანიშვილის სახით, ცვლილების აუცილებლობაში უნდა დარწმუნდეს“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან ს პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული “ტერორისტული თავდასხმაც” ახსენა.

„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკის სამინისტრო გერმანიაში საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით ფეხბურთის ქართველ გულშემატკივართა პირველი ჯგუფის გამგზავრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გიგა შუშანია – ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა, რომელსაც ქუთაისის მერია აფინანსებს, ჯერ 50 ათასი ლარი დახარჯა გაურკვეველი სლოგანის შექმნისათვის და ახლა 115 ათასი ლარად შექმნეს აპლიკაცია – ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა