ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისში ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოწამლულები ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი სამკურნალოდ სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები. მათი თქმით, გაზმა წყლის ელემენტიანი გამაცხელებლიდან გაჟონა. ოჯახს გაზის მიწოდება შეუწყვიტეს.
დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.