ქრისტეს შობის დღესასწაული ალილოს მსვლელობით აღნიშნეს თელავში და გურჯაანში

ქრისტეს შობის დღესასწაული ალილოს მსვლელობით აღნიშნეს თელავში და გურჯაანში.
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მრევლმა, სტუდენტებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შობის საგალობლებით მსვლელობა ტაძრის ეზოდან დაიწყეს და მათ ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიარეს.
ალილოს მახარობლებს მოქალაქეები ტკბილეულით, ხილითა და სხვა შემოწირულობით ეგებებოდნენ. შეგროვილი ნობათი სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი