ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაკის გამგებელ - დავით კვინიკაძესთან, ვაკის მაჟორიტარ - ნოდარ ტურძელაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ახალდაბისა და წყნეთში, არსენას ქუჩა N36-ის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის ინფორმაციით, შეხვედრებზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე მოსახლეობას გააცნეს სამომავლო გეგმები. ისაუბრეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ძირითადი აქცენტი დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა.
„ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე, გამორჩეული და მნიშვნელოვანი არჩევნები გველის 26 ოქტომბერს. შევახსენეთ მოსახლეობას რომ ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი, მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ზუკა რურუამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.