„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული.
კერძოდ, კანონპროექტს H.R. 243, რომელიც მიზნად ისახავს “აეკრძალოს შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილის ან ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარება, რა მიზნითაც არ უნდა იყოს” და რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” – კიდევ ერთ თანაავტორად (თანასპონსორად) კონგრესმენი ჯიმი პანეტა (დემოკრატიული პარტია) შეემატა.
ცნობისთვის, “ქართული კოშმარის” არაღიარების აქტი კონგრესის ქვედა პალატაში – წარმომადგენელთა პალატაში – 9 იანვარს იქნა წარდგენილი კონგრესმენი ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) მიერ.
ამ მომენტისთვის კანონპროექტს 6 თანაავტორი ჰყავს: დემოკრატები სტივ კოენი, ლოიდ დოგეტი, ემანუელ კლივერი და ჯიმი პანეტა, და რესპუბლიკელები მაიკლ ტერნერი და მაიკლ ლოულერი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – 7 ნოემბრის საქმე იწელება, რადგან „ოცნებამ“ თავის მხარდამჭერებს, უთხრას: „შურს ვიძიებთ თქვენი მიტინგის დაშლისთვის“ – საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან და იმასთან, რომ თუ „ოცნების“ მომხრე ხარ, გაქვს უფლება, რომ ვიღაცაზე იძალადო

გიორგი გაბუნია – პრემიერისგან კულტურის მინისტრობაზე შეთავაზება არ მიმიღია, რაც შეეხება თინათინ რუხაძეს, მას უთქვამს, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ამის მიღმა კითხვები არ არსებობს

მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილის მიერ გამოგორებული, მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო