ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით... არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის..."

"ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით... არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის..."
ყოველდღიურად უამრავ სიგიჟეს და უსამართლობას ხომ ვაწყდებით და ცალკეული შემთხვევები ხომ გვიწვრილებს გულს, მაგრამ დიდი ხანია ესე არ შემკუმშვია გული ერთი კადრის დანახვით.
თითქოს ჩვეული ფოტოა, მაგრამ ერთ წამში გაჩერდა და ამავდროულად ჩაეტია ყველა ფიქრი და სევდა. ზოგადსაკაცობრიო თუ ზოგადქართული ვინ იცის...?!
ფაქტია რომ ბევრად უფრო ღრმად საძიებოა ვიდრე ჩვენ ვეძიებთ...
ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით... არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის... დედებს და ქალებს რომლებიც სამუშაოდ გამოვიდნენ, მთელი დღე იდგებიან გარეთ, ღამით კი სახლის საქმეებს დაუბრუნდებიან- "დიასახლისები"- ამ სიტყვის გადაქართულებული დამახინჯებული ვერსიით...
არც არავის მივმართავ და არც არავის ვსაყვედურობ პირადად, მხოლოდ ერთი მიზნით ვიწერები...
დეეე... მშობლებო, აღმზრდელებო, გვაპატიეთ... უბრალოდ გვაპატიეთ- ერთმანეთის ჭამასა და ხოცვაში ვერც კი ვამჩნევთ მთავარს... ისიც კი ვერ მოვახერხეთ რომ თქვენ მშვიდად გეძინოთ, სხვა რამეზე ზედმეტია ლაპარაკი...
გვაპატიეთ...
/ ლუკა შონია /
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.