ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“უსამართლობის განცდა მაქვს, რომ ამ გაცვლაში არ მოხვდნენ ქართველი და ჩეჩენი პოლიტპატიმრები” – ზურაბ ხანგოშვილი

ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების ისტორიულ გაცვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი ოჯახისთვის გაცვლაზე არაფერი უკითხავთ.
“ჩემი ძმის მკვლელის სანაცვლოდ რამდენიმე ადამიანი გათავისუფლდა პუტინის რეჟიმის ხელიდან და, რა თქმა უნდა, წინააღმდეგები არ ვიქნებოდით, მაგრამ, საწყეენია, რომ ჩვენ, ოჯახის წევრებს არაფერი გვკითხეს. უსამართლობის განცდა მაქვს, რომ ამ გაცვლაში არ მოხვდნენ რუსეთის ციხეში მყოფი ქართველი და ჩეჩენი პოლიტპატიმრები”, – წერს ზურაბ ხანგოშვილი.
ზურაბ ხანგოშვილი საქართველოს ხელისუფლებას მის ძმაზე მომხდარი თავდასხმის გამოუძიებლობის გამო აკრიტიკებს.
“არ მგონია, რომ გერმანიის ხელისუფლება გაცვლამდე საქართველოს ხელისუფლებას დაუკავშირდებოდა. საქართველოს მთავრობამ არ გამოიძია ზელიმხანზე 2015 წელს, თბილისში მომხდარი თავდასხმა და მკვლელობის შემდეგ სიტყვაც არ უთქვამს”, – ამბობს ხანგოშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.