ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელი სამხედროები ბელარუსის საზღვარზე ბარიერებს აგებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ბელარუსის საზღვარზე თავდაცვით ბარიერებს აშენებენ. საზღვრის გასწვრივ შექმნილია ბატალიონის თავდაცვის ხაზები, რომლებიც შედგება ასეულისა და ოცეულის დასაყრდენებისგან. სამუშაოებში ჩართული არიან ადგილობრივი მოსახლეობა და მოხალისეები ტერიტორიული თემებიდან.
საინჟინრო ტექნიკის გამოყენებით თხრიან თხრილებს. თითოეული პოზიციის წინ დგას ტანკსაწინააღმდეგო ბარიერები, მავთულხლართები, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები.
"ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ჩრდილოეთ საზღვარი მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს. ახლა ამ მხარეში ვითარება სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. ეს გვაძლევს დროს და შესაძლებლობას მივიღოთ დამატებითი საფორტიფიკაციო ზომები" ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი სერხიი ნაევი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.