არქივი24 ნოემბერი, 2023, 21:06
უკრაინაში დაღუპულ ნიკა გელენიძეს საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენებენ
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ნიკა გელენიძეს საქართველოში დღეს, 25 ნოემბერს, დილის 04:25 საათზე ჩამოასვენებენ.
გელენიძეს 28 ნოემბერს 15:00 საათზე ფოთში დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის მებრძოლი დანაყოფ "თბილისის" წევრი იყო. ის 17 ნოემბერს თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.