უკრაინაში დაღუპული ნიკა გელენიძე ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალეს

ში დაღუპული 30 წლის ნიკა გელენიძე, ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ის უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, თანამებრძოლებმა და ადგილობრივებმა გააცილეს.

გელენიძე დანაყოფ “თბილისის” წევრი იყო. ის 17 ნოემბერს თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან
ცხედრის გამოტანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.
ქართველი გმირის უკრაინიდან გადმოსვენება მეგობრებმა და თანამებრძოლებმა უზრუნველყვეს. ნიკა გელენიძე სოხუმიდან დევნილია.
ცნობისთვის, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, ს წინააღმდეგ ომში, 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ავტორი: ემა გოგოხია