გამარჯვებულები გახდნენ: საშა გველესიანი, სალომე გოგოლაძე, სოსო სიგუა, ნინო ქადაგიძე და ლალი ღაჭავა. მუზეუმისთვის გაწეული ქველმოქმედებისთვის საპატიო სიგელი და ,,აკაკის მედალი“ გადაეცათ ჯონდო შუბითიძესა და ლევან აბდუშელიშვილს. სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ჟანა შუკაკიძე.
ლიტერატურული პრემია „სხვიტორი“ 2022 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმთან ერთად დააარსა და მისი ფინანსური მხარდამჭერი და ორგანიზატორია. კონკურსი ფართომასშტაბიანია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს.



