ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუარესის გმირობა - ურუგვაელმა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა

სუარესის გმირობა - ურუგვაელმა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა

მაიამის "ინტერის" ფეხბურთელმა ლუის სუარესმა ურუგვაიში მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა.
სუარესი საახალწლო არდადეგებს სამშობლოში ატარებს, "მაიამის" ფორვარდი ქალაქ სიუდად დე-ლა-კოსტაში საზარელი სცენის მომსწრე გახდა.
49 წლის მამაკაცი 6-მეტრიან ხეზე ავიდა და ყოფილი მეუღლის ნახვას ითხოვდა, რომელიც კარს არ უღებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავის მოკვლით იმუქრებოდა.
მამაკაცი ხეზე 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და ხიდან ჩამოსვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა, სანამ ადგილზე ლუის სუარესი არ გამოჩნდა, მამაკაცმა ლეგენდარულ ფეხბურთელთან გასაუბრების შემდეგ თვითმკვლელობა გადაიფიქრა.
როგორც ESPN-ი წერს, ამჟამად მამაკაცი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გადის.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.