ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტუდენტებს არ ჩაეთვლებათ გაცდენა – თსუ-ის ადმინისტრაცია

სტუდენტებს არ ჩაეთვლებათ გაცდენა – თსუ-ის ადმინისტრაცია

სტუდენტებს, რომლებიც ვერ დაესწრებიან მიმდინარე ლექციებს და სხვა სასწავლო აქტივობებს, არ ჩაეთვლებათ გაცდენა, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ადმინისტრაციამ სტუდენტებს ელექტრონულ პორტალზე გაუგზავნა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.
უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სტუდენტთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება უნივერსიტეტში სასწავლო პროცესთან შეჩერებასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტი პატივს სცემს და ითვალისწინებს თითოეული სტუდენტის შეხედულებას და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას. შესაბამისად, სტუდენტებს რომლებიც ვერ დაესწრებიან მიმდინარე ლექციებს და სხვა სასწავლო აქტივობებს, არ ჩაეთვლებათ გაცდენა და სასწავლო კომპონენტები ინდივიდუალურად აღუდგებათ სემესტრის დასრულებამდე. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი!“ – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში არსებული უნივერსიტეტის პროტესტი გრძელდება – რამდენიმე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ სწავლის პროცესი საერთოდ შეაჩერა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.