ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტამბოლის აეროპორტი იანვარ-თებერვალში 11,8 მლნ მგზავრს მოემსახურა

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის აბდულკადირ ურალოღლუს განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სტამბოლის აეროპორტში 79 049 რეისი განხორციელდა, საიდანაც შიდა ხაზებზე 17 497 რეისი, საერთაშორისო ხაზებზე კი 61 552 შესრულდა.
აღნიშნულ პერიოდში აეროპორტი 11 მილიონ 776 ათას 825 მგზავრს მოემსახურა. მათგან 2 მილიონ 423 ათას 993 მგზავრს შიდა ხაზებზე და 9 მილიონ 352 ათას 832 მგზავრს საერთაშორისო ხაზებზე.
ამავდროულად, სტამბოლის საბიჰა გოკჩენის აეროპორტში ორ თვეში 37 804 რეისი განხორციელდა და მგზავრების რაოდენობამ 6 მილიონ 334 ათას 378 შეადგინა.
იანვარ-თებერვალში თურქეთის აეროპორტებით ჯამში 29,5 მლნ-მა მგზავრმა ისარგებლა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.