არქივი22 დეკემბერი, 2023, 07:53
სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ ჩეხ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს
სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ მწუხარებას გამოთქვამს პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
„ვუსამძიმრებთ არამხოლოდ ჩვენს თანამშრომლებს პრაღაში, არამედ მთელ ჩეხ ხალხს - თანამოქალაქეების დაღუპვის გამო. ახსნა არ აქვს იმას, რაც მოხდა, ჩვენ თქვენთან ერთად ვგლოვობთ. ყოველთვის გვემახსოვრება ეს ტრაგიკული ამბავი“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, 21 დეკემბერს, შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.