ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთის ევროპული პარტიის ლიდერი ტიგრან ხზმალიანი საქართველოში არ შემოუშვეს

სომხეთის ევროპული პარტიის ლიდერი და კინორეჟისორი ტიგრან ხზმალიანი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ზე წერს და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს.
ხზმალიანის თქმით, ის ის საქართველოში ერთდღიანი საქმიანი ვიზიტით მიემგზავრებოდა. ხზმალიანი ამბობს, რომ სამი საათის განმავლობაში ელოდა მესაზღვრეების პასუხს, რის შემდეგაც პასპორტი ახსნა-განმარტების გარეშე დაუბრუნეს.
"გილოცავთ რუსეთის დღეს..." - წერს ხზმალიანი.
პოლიტიკოსის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის მიზეზი სტანდარტული ფორმულირებითაა მითითებული - "სხვა მიზეზი".
ზმალიანი აქტიურად გამოდის სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გამოსვლისა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით.
სომხეთის ევროპული პარტია კი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მხარდაჭერას უცხადებდა ქართველ ხალხს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.