ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სლოვენიამ ყაზახეთს მოუგო - თბილისში ლუქსემბურგი მოდის

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში H ჯგუფიდან ევრო 2024-ის საგზური სლოვენიამ მოიპოვა.
დანია უკვე გასული იყო ევროპირველობაზე და დღეს გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:2 დამარცხდა. სლოვენია 19 ქულით მეორე ადგილზე იყო, მესამეადგილოსან ყაზახეთს 1 ქულით უსწრებდა და ამ გუნდთან საკუთარ მოედანზე ფრეც აწყობდა, თუმცა 2:1 სძლია.
ჩვენთვის ამ შეხვედრას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მოვლენათა განვითარებიდან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე უნდა გარკვეულიყო და გაირკვა კიდეც - 21 მარტს ლუქსემბურგს ვუმასპინძლებთ, მოგების შემთხვევაში კი საბერძნეთსა და ყაზახეთს
შორის გამარჯვებულს ფინალში 26 მარტს შევხვდებით.
სლოვენია - ყაზახეთი 2:1
გოლები: 1:0 შეშკო (41, პენ), 1:1 ორაზოვი (48), 2:1 ვერბიჩი (86)
ჩრდ. ირლანდია - დანია 2:0
გოლები: 1:0 პრაისი (60), 2:0 ჩარლზი (81)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.