სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ფოტოგამოფენას „იაპონიის ატომური დაბომბვა’’ მასპინძლობს

სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 27 თებერვლიდან ფოტოგამოფენას სახელწოდებით “იაპონიის ატომური დაბომბვა’’ მასპინძლობს
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების ჩამოყრის შედეგად მყისიერად განადგურდა ორივე ქალაქი. ატომურ დაბომბვას შეეწირა 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.
იაპონიის მთავრობამ ატომური დაბომბვის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად და ამ ტრაგედიის შესაცნობად ჰიროშიმასა და ნაგასაკიში დააარსა ატომური დაბომბვის მსხვერპლთა მემორიალური დარბაზები, რომლებიც მარადიული მშვიდობის მემორიალის როლს ასრულებს. მემორიალური დარბაზის ინიციატივით 2005 წლიდან მთელ მსოფლიოში ეწყობა ფოტოგამოფენები, რათა ყველას შეატყობინონ ატომური დაბომბვის საშინელი შედეგების შესახებ და კაცობრიობას მშვიდობიანი სამყაროს შექმნისკენ მოუწოდონ. გამოფენები უკვე გაიმართა 13 ქვეყნის 24 ქალაქში.
ექსპოზიციაში წარმოდგენილია 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროშიმისა და 1945 წლის 9 აგვისტოს ნაგასაკის დაბომბვის შედეგების ამსახველი ფოტონამუშევრები, გადარჩენილ ადამიანთა წერილობითი და ვიდეოჩანაწერები.
სტუმრები გაეცნობიან ორიგამის კლასიკური მოდელის – წეროს გაკეთების ტექნიკას.
დამთვალიერებელს ფოტოგამოფენის ნახვა 2 მაისის ჩათვლით შეეძლება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?