ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახიფათო რეისები გაუმართავი ლაინერებით | გაზრდილი ავიაინციდენტები და საფრთხე რუსული თვითმფრინავებისგან

რუსული ავიაციის კრიზისზე საერთაშორისო მედია ფაქტებს აქვეყნებს. Newsweek-ი და "რადიო თავისუფლება" ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აქვეყნებენ მონაცემებს რუსეთის ავიაპარკის შესახებ და ეს მონაცემები უმძიმეს ვითარებას ადასტურებს.
სხვადასხვა რიცხვებით, გასულ წელს ავიანციდენტების რაოდენობა რუსეთში მინიმუმ გასამმაგდა, მხოლოდ დეკემბრის შემთხვევებმა კი 2022-ის მთელ რაოდენობასაც კი გადააჭარბა. ამ დრამატული მდგომარეობის მთავარ მიზეზად საერთაშორისო სანქციები სახელდება - ეირბასის და ბოინგის ტიპის თვითმფრინავები, რომლებითაც რუსული ავიაკომპანიები ოპერირებენ, სათადარიგო ნაწილებით აღარ მარაგდებიან და ბოლო რესურსით მუშაობენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.