ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საშინაო დემოკრატიებში უცხოური ძალების ჩარევა გლობალურ პრობლემად იქცა და ამის ცხადი დადასტურებაა ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა ქვეყნების მიერ უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება

საშინაო დემოკრატიებში უცხოური ძალების ჩარევა გლობალურ პრობლემად იქცა და ამის ცხადი დადასტურებაა ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა ქვეყნების მიერ უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება
“ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ეხმიანება სხვადასხვა ქვეყნების მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კანონების მიღებას და აცხადებს, რომ ამის გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ ქვეყნების საშინაო დემოკრატიებში უცხოური გავლენის ჩარევა გლობალურ პრობლემად იქცა.
“საშინაო დემოკრატიებში უცხოური ძალების ჩარევა გლობალურ პრობლემად იქცა და ამის ცხადი დადასტურებაა ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა ქვეყნების მიერ უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება.
ქართულ კანონმდებლობაში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა (განსაკუთრებით ეს შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციაებს), აბსოლუტურად თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ჭრილში არის წინგადადგმული ნაბიჯი,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.