ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში All Star-ის საკალათბურთო შეხვედრები იმართება - კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ფედერაციის ინიციატივით, ქართული კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით საკალათბურთო სუპერლიგის შეხვედრების სერია - All Star-ი გაიმართება.

All Star-ის ფარგლებში, საკალათბურთო მატჩებში მონაწილეობას სუპერლიგის მოთამაშეები მიიღებენ. მათი შერჩევა კი ხმის მიცემის მეთოდით მიმდინარეობს. გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს, თითო გუნდიდან ორ-ორი უკანახაზელი, ორ-ორი ფორვარდი და ერთი ცენტრალური მოთამაშე შეარჩიოს. ხმის მისაცემად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

All Star-ის ფარგლებში ჩატარდება ჩატენვების, სამ-ქულიანების კონკურსი და All Star-ის თამაში.

საკალათბურთო მატჩები 28 იანვარს, თბილისი არენაში გაიმართება.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.