ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანებიდან ყველაზე მეტი სედანია, შემდეგ ადგილებზე კი ჰეტჩბეკი და ჯიპი მოდის

საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანებიდან ყველაზე მეტი სედანია, შემდეგ ადგილებზე კი ჰეტჩბეკი და ჯიპი მოდის

საქართველოში, მიმდინარე წლის მონაცემებით, ჯამში, 1 729 081 ავტომანქანაა რეგისტრირებული, რაც გასულ წელთან შედარებით, 48 645-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.
საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების ტიპები ასე ნაწილდება: სედანი 572 602; ჰეტჩბეკი 326 471; მაღალი გამავლობის 274 974; სატვირთო 135 468; უნივერსალი 104 973; სპეციალიზებული 101 446; ფურგონი 73 260; ვენი 59 811; კომბი (ჰეტჩბეკი) 24 392; ავტობუსი 23 495; კუპე 20 268; დანარჩენი - 11 921.
ქვეყნის მასშტაბით, ავტომობილების მარკების ტოპ ათეული კი ასე გამოიყურება: MERCEDES-BENZ (215 447); TOYOTA (187 022); FORD (165 974); VAZ (153 579); OPEL (146 876); BMW (81 236); VOLKSWAGEN (74 066); NISSAN (69 592); HONDA (67 465); MITSUBISHI (55 157).
რაც შეეხება დედაქალაქს - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, მიმდინარე წლის მონაცემებით, 685 034 ავტომანქანაა რეგისტრირებული, რაც გასულ წელთან შედარებით, 62 860-ით მეტია.
ცნობისთვის, საქართველოში, გასულ 2023 წელს, 1 680 436 ავტომანქანა იყო რეგისტრირებული, მათგან მხოლოდ დედაქალაქში 622 174.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.